447
10 ნოემბერი 2021, 15:57
ქადაგიძის ინფორმაციით მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის თაოსნობით ხდება, სწორედ სისტემის შიგნიდან დაზიანება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ქეთევან მესხიშვილს, თავის უახლოეს გარემოცვასთან ერთად, რომლებიც ახლო კავშირში არიან ნაცმოძრაობასთან, დაგეგმილი აქვთ „გენერალური გეგმა“, თუ როგორ დააზიანოს სასამართლო სისტემა. მათი მიზანია ახლო მომავალში შექმნან ე.წ მეამბოხე მოსამართლეთა ასოციაცია.
,,მესხიშვილს მიღებული აქვს ინსტრუქტაჟი, რომ ე.წ მეამბოხე მოსამართლეები, რომ არ დაიშალნონ, ორგანიზაციულ ჯგუფად გააფორმოს და მისი თაოსნობით ახლო მომავალში იგეგმება ე.წ. მეამბოხე მოსამართლეთა ასოციაციის ჩამოყალიბება, რომელსაც მრავალმხრივი დაფინანსება და პრივილეგიები ექნება, მათ შორის ცხადია დონორების და საელჩოების მხრიდან, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და მათი სატელიტი ტელევიზიების გაშუქების და მუდმივი მხარდაჭერის პირობებში შეეცდებიან ამ ჯგუფის მაქსიმალურ გაპიარებას, მესხიშვილის და კიდევ რამდენიმე მოსამართლის(მათ შესახებ მოგვიანებით)თავისუფლების სიმბოლოდ წარმოჩენას, ხოლო დანარჩენი მოსამართლეების გაშავებას და ბოლომდე დისკრედიტაციას ცხადია. ასე ვთქვათ ამ ასოციაციის სახით ნაც. მოძრაობის და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმონაქმნი ფორმდება ოფიციალურად სასამართლოში. ‘’ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
ქადაგიძის ინფორმაციით, სამივე ოპოზიციური არხის მეშვეობით დაწყებულია სასამართლოს დამაზიანებელი სიუჟეტების გაკეთება, თუ როგორ მწიფდება ჯანსაღი პროტესტი სასამართლოში.
,,ეს გაშუქება რეალურად უკვე დაწყებულია სამივე ოპოზიციური არხის მიერ და მიდის ინტენსიურად სიუჟეტების კეთება, თუ როგორ პროგრესირებს „ჯანსაღი პროტესტი“ სასამართლოში. ამ თემას იმავე დღეს ცხადია გამოეხმაურა ფეისბუქ-სტატუსით ნიკა გვარამიაც, რომელმაც სიხარულით დაწერა პოსტი, რომ სასამართლოში აჯანყებაა და დაიწყო მისი ნგრევა’’ - წერს ქადაგიძე.
ქადაგიძე ასევე აღნიშნავს, რომ მესხიშვილი მაქსიმალურად ცდილობს პოლიტიკისგან დისტანცირებას, თუმცა რეალურად ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მართულია, რაც ცხადია მესხიშვილის მხოლოდ უახლოეს ვიწრო წრისთვისაა ცნობილი, ხოლო დანარჩენ მოსამართლეებს ამ გარემოებას ცხადია არ უმხელს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |