ხალხი კარგად არჩევს სიცრუეს სიმართლისგან. რაც არ უნდა მოიფიქროთ, მაინც არაფერი გეშველებათ, სულ იქნებით პოლიტიკურ სანაგვეზე Anuka
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
459 05 სექტემბერი 2021, 12:43
წყალწაღებული ხავსს რომ ეჭიდება, დაახლოებით ისეთივე დღეშია მთელი ოპოზიცია თავიანთი ტელევიზიით. ამჯერად, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგდებული მერაბიშვილის აგენტი, გიგა ჩრდილელი გამოიყენეს და რაღაც ბოდვა გაასაჯაროვეს. თითქოს სკანდალი, რომელიც "ნაცმოძრაობის დროს" არის ჩაწერილი. - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ტელეკომპანია ,,პირველში’’ გასულ სიუჟეტს, რომელიც 13 წლის წინ უკანონოდ არის მოპოვებული. 

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავიანთივე სიუჟეტიც ვერ დაგეგმეს წესიერად. სკანდალურობის და უნიჭო დრამატურგიის იმხელა სურვილი აქვთ, ამბავს წესიერად კი არ ყვებიან, დაყენებული ტონით სპეციალურად შერჩეული ფრაზებით და არაადეკვატური ენერგეტიკით ყვებიან  სრულ ბოდვას.

თან თავიანთ აბლაბუდაში ეხვევიან და საერთოდ ავიწყდებათ ტყუილი როგორი ფორმით უნდა მოყვნენ. ჯერ თავად ამბობენ, რომ ჩანაწერები 13 წლის წინანდელია, მერე 2 წუთში რაღაც VIP ნომრების დაცულობაზე ლაპარაკობენ და თითქოს ვიღაც სუსიდან ეუბნება, რომ ეს ნომრები წაიშალა და ბიძინა ივანიშვილის ლაპარაკი შემთხვევით ჩაიწერა.

თავიანთივე ლოგიკასაც რომ გავყვეთ, თუ ჩანაწერი 13 წლის წინანდელია, რა გამოდის, ეს ჩანაწერი "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა ჩაწერილი და 2012 წელს გამარჯვება ყველაფრის ფასად რომ ჰქონდათ გადაწყვეტილი მაშინ არ გამოიყენეს? ცოტა ალოგიკურია ეს, ხო? შესაბამისად, ეს ფაქტორი პირდაპირ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს იაფფასიან "ფეიკ ნიუსთან". მით უმეტეს, ყველას კარგად მოგვეხსენება ასეთი ფეიკები არაერთხელ გაუკეთებიათ და პრინციპში მაგის მეტი არც არაფერი იციან.

P.S. - და მაინც, სულ ტყუილად იღლით თავს, ხალხი კარგად არჩევს სიცრუეს სიმართლისგან. რაც არ უნდა მოიფიქროთ, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ მაინც არაფერი გეშველებათ მაინც - ეს კარგად გახსოვდეთ. სულ იქნებით პოლიტიკურ სანაგვეზე და ამას ვერაფერი შეცვლის.“ - წერს საკუთარ ფბ გვერდზე გვიდიანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი