„ოცნების“ თავგადაკლული ოპონენტებიც კი ვერ იტყვიან, რომ საქართველო რამენაირად დაბრუნდა რუსეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენის სფეროში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
369 21 აგვისტო 2021, 12:39
‘’კაცმა რომ თქვას, რა ამოძრავებთ რეალურად გადამდგარ და შეიძლება ითქვას ჩამოწერილ დიპლომატებს და ჩინოვნიკებს დევიდ კრამერს და იან კელის საქართველოს შესახებ ტვიტებით და სტატიებით რომ აიკლეს საჯარო სივრცე და გაფუჭებული ფირფიტასავით რომ იმეორებენ ნაცების და მათი სატელიტების „მესიჯბოქსს’ საქართველოს დაბრუნებაზე რუსეთის ორბიტაზე. ‘’

წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე. მისი ვარაუდით შეკვეთილ სტატიები ნაციონალური მოძრაობის ნარატივით არის სავსე. ქართული ოცნებისთვის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება მიზანი არასდროს ყოფილა რაც მათ არაერთხელ დაამტკიცეს. 

,,აქ არ შევუდგები მათი თითიდან გამოწოვილი, სუბიექტივისტური და ნაცმოძრაობის ნარატივებზე დაყრდნობილი „არგუმენტების“ განხილვას, აზრი აღარ აქვს. რადგანაც მსგავსი ფილმი უკვე რამდენჯერმე ვნახეთ 2020 წლიდან დაწყებული, შეკვეთილი წერილების, სტატიების და ტვიტების ნიაღვარი რომ მოდიოდა, ვითომ საქართველოს ბედზე „გულდათუთქული“ სენატორებისგან, ყოფილი მაღალჩინოსნებისგან თუ ექსპერტებისგან.

ვიტყვი ერთს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში უკვე მესამე ვადით არის და რუსულ ორბიტაზე დაბრუნება რომ ყოფილიყო მისი მიზანი, საკმარისი დრო ჰქონდა და ეს აუცილებლად აისახებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა თუ ქმედებებში. ხოლო დასავლეთთან გვექნებოდა თვისობრივად სულ სხვა ურთიერთობა. თუნდაც „ქ/ოცნების“ თავგადაკლული ოპონენტებიც კი ვერ იტყვიან, რომ ამ ხნის მანძილზე საქართველო რამენაირად დაბრუნდა რუსეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენის სფეროში. მსგავსი არაფერი ხდება და არც მოხდება. არ არის საამისო ნიადაგი ქვეყანაში
ნაცმოძრაობას კი შეუძლია საკუთარი შავი სალაროდან აფინანსოს შეკვეთილი სტატიები და მათი მწერლები.’’ წერს facebook -ზე ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი