ამ ორმა, ყოფილმა დიპლომატმა ახლა მოიცალეს უდროო, უარგუმენტო ცილისწამებისათვის - აბაშიძე კელის და კრამერს ეხმაურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
435 21 აგვისტო 2021, 12:22
ორი ყოფილი დიპლომატის განცხადებებს „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესების შესახებ  - თუკი ის შარლ მიშელის დოკუმენტს არ დაუბრუნდება - ექსპერტი გია აბაშიძე საკუთარ ფბ გვერდზე ეხმაურება:

„დიდი კონტენტ-ანალიზიც არ სჭირდება აშშ-ის ყოფილი დიპლომატების, ამჟამად ლექტორ-მკვლევარების ამ შეკვეთილ წერილსაც, რითაც კიდევ უფრო მყარდება მათდამი უნდობლობის ხარისხი. ტექსტში არაერთი უზუსტობაა, გამოყენებული მოსაზრებები ერთი ერთში ემთხვევა საქართველოს დესტრუქციული ოპოზიიცის 'მესიჯბოქსს' და ბრალდებები სრულიად დაუსაბუთებელია.

იცით, რა დონეზე შედგენილ არგუმენტირებულ ტექსტს მაგონებს? ივნისში, ვაშინგტონში, ნიკანორ მელიას "ტრიუმფალური, უპრეცედენტო ოფიციალური დონის შეხვედრები" რომ ჰქონდა პენსიაზე გასულ ზოგიერთ ელჩთან კაფეებში.

შეერთებულ შტატებს გამოწვევების უდიდესი კასკადი აქვს ავღანეთის გამო შინ და მოკავშირეებთან და ამ ორმა, ყოფილმა დიპლომატმა ახლა მოიცალეს უდროო, უარგუმენტო ცილისწამებისათვის. Give me a break!

"ნაცებო", სექტის მიღმა დაიჯერება მსგავსი პოლიტიკური boolshit?..“ - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი