449
06 აგვისტო 2021, 20:58
პარტიულ-პროპაგანდისტულ-მავნებლური ტელევიზიებს სააკაშვილი ღიად აძლევს დავალებებს, ხან ტუქსავს და მეტი რადიკალიზაციისკენ მოუწოდებს - ასეთ შეფასებას საქართველოდან გაქცეულ პრეზიდენტის დღევანდელ ინტერვიუზე (ტვ პირველზე) ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აკეთებს:
„სააკაშვილი, რომ მხოლოდ რევოლუციაზე და გადატრიალებას ფიქრობს ეს უკვე დიდი ხანია ყველასთვის ცნობილი ფაქტია: წავა-წამოვა ხან ერთ ქვეყანაში ფიქრობს არეულობას და ხან მეორეში, მაგრამ საქართველო მისთვის მაინც პრიორიტეტია. აქ ეგულება მისი რადიკალური პარტია-"ნაცინალური მოძრაობა", წვრილ-წვრილი პარტიები, თავის დროზე მის მიერვე დაფრთიანებული არასამთავროების ნაწილი და პარტიულ-პროპაგანდისტულ-მავნებლური ტელევიზიები. არც მალავს, პირიქით ღიად აძლევს თავის დავალებებს, ხან ტუქსავს ხანაც მეტი აქტიურობისთვის და უფრო რადიკალიზსვიისთვს მოუწოდებს, ესენიც ყურმოჭრილი მონებივით ყველაფერზე მიჰყვებიან. მაგრამ, არის ერთი მთავარი მაგრამ- რაც თავის ქვეყნიდან გაქცეულ (თავის დროზე ომიდანაც!), საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელ და სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილსაც და მის მსახურებს,რომ ავიწყდებათ- მათ არა აქვთ მთავარი-საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და ვერც ექნებათ! მიზეზი კი მარტივია, ხალხმა კი მათ დიდხანია პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩინა ადგილი!“ - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |