ზაალ ანჯაფარიძე - სააკაშვილი აღარ მალავს, რომ ჯიბის ტელევიზიებს ინსტრუქციებს აძლევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
507 06 აგვისტო 2021, 19:30
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, ის „ტელევიზიებს ურეკავს და თავად ელაპარაკება“. ანჯაფარიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი აღარ მალავს, რომ ის ჯიბის ტელევიზიებს პირადად აძლევს ინსტრუქციებს.

„ახლოვდება არჩევნები და იწყება სააკაშვილის მორიგი ლუსტრაციაც. უკვე აღარ მალავს რომ თავის ჯიბის ტელეარხებს ურეკავს და ინსტრუქციებს აძლევს. ისევ ძველი რეცეპტები ამოყარა - „ჩემი შენ გითხარი“-ს პრინციპი. ეკლესიის მიმართ სხვის მტრობაზე ლაპარაკობს ის, ვისი ხელისუფლება „სამასვალებით“ ეკლესიას ანგრევდა, მღვდელთმსახურებს ავტომანქანებში მოსასმენ აპარატურას უმონტაჟებდა, რომლის წარმომადგენლებიც პატრიარქს საკურთხეველში უვარდებოდნენ და ემუქრებოდნენ, რომელი ერთი გავიხსენოთ. სხვების დიქტატორობაზე საუბრობს, როდესაც მას და მისმა ხროვას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფეხქვეშ ჰყავდათ მოქალაქეები გაგდებული და დღეს როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში ლეგალური შრომითი მიგრაციის პირობებში დასაქმების საშუალება მიეცათ, ეს ვეღარ აიტანა. სააკაშვილის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მისი პარტია და მათი მოკავშირეები არ ემზადებიან არჩევნებისთვის. ისინი ემზადებიან რევოლუციისათვის და მორიგი დესტაბილიზაციისათვის. სხვათა შორის, საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე ამჯერად ისე თამამად ვეღარ საუბრობს სააკაშვილი მხოლოდ და ტელე-თოქშოუს წამყვანად სურს დარჩეს. მის ტელევიზიებში ალბათ „ტენდერი“ გამოცხადდება ამაზე“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი