თეა დარჩია: როცა ინფორმაცია ცუდის ძიებით და კარგის არ დანახვის რაკურსით მონტაჟდება და სხვა აზრს იძენს, იქ მათ მიმართ პროტესტი მიჩნდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
654 14 ივნისი 2021, 18:23
 მოცეკვავე და ქორეოგრაფი თეა დარჩია „მთავარ არხზე“ ფერიის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის მიუღებელია ცუდის ძიებით და კარგის არ დანახვით გაკეთებული სიუჟეტები.

 ქორეოგრაფის აზრით, ჟურნალისტებმა მეტი პროფესიონალიზმი უნდა გამოიჩინონ, როდესაც საქმე ასეთ სენსიტიურ საკითხს ეხება. 

 ,,მე ვუყურებ მთავარ არხს! დიახ, სულ ვუყურებ, რადგან ისტორიიდან ვიცი, რომ სიმართლე ორ რადიკალურ აზრს შუა უნდა ეძებო, მაგრამ როცა ინფორმაცია ცუდის ძიებით და კარგის არ დანახვის რაკურსით მონტაჟდება და სხვა აზრს იძენს იქ მათ მიმართ პროტესტი მიჩნდება,  არადა, ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს ამ არხზე. გთხოვთ, გამოიჩინეთ მეტი პროფესიონალიზმი და, რაც მთავარია, ადამიანობა, როცა ამუშავებთ სიუჟეტებს,  იყავით უფრო მოაზროვნე და კეთილგონიერები, რომ თქვენ, ჟურნალისტებო და ჩემო მეგობრებო და მოქალაქენო უფრო  დაფასებული და ყველასთვის პატივსაცემი საზოგადოება იყოთ ’, - წერს თეა დარჩია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი