ხათუნა სამნიძე - თამუნას პოზიციების დაშორება პარტიისგან მაშინ გამოჩნდა, როცა მოლაპარაკებების პროცესში და თანხმობის დოკუმენტზე პარტიის ხელმოწერას არ დაეთანხმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
653 04 ივნისი 2021, 20:50

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში პარტიიდან წასვლის თაობაზე თამარ კორძაიას გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"თამუნას პოზიციების დაშორება პარტიისგან მაშინ გამოჩნდა, როცა მოლაპარაკებების პროცესში და თანხმობის დოკუმენტზე პარტიის ხელმოწერას არ დაეთანხმა. მას შემდეგ ძალიან ვცდილობდით ორივე პოზიციების დაახლოებას. იდეოლოგიური უთანხმოება რომ არ გვქონია, გასაგებია. ძალიან მძიმე მოსასმენია, ტექნიკური ფრაქციის გამო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება. ჩემთვის ურთულესი იყო პარლამენტში თამუნას გარეშე შესვლა. თამუნასთვის - შეუძლებელი ბლოკის პარტიის გარეშე, რომელიც ხელს მიშელის შეთანხმებას ახლაც არ აწერს. მაინც ვახერხებდით პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას. ტექნიკური ფრაქცია რესპუბლიკური თემების საპარლამენტო ტრიბუნიდან წამოწევას და გაძლიერებას ხელს ნამდვილად არ უშლის, ამაზე წინასწარ შეთანხმების გარეშე არავინ არ მოაწერდა ხელს ფრაქციას, პარტიულიც მაგიტომ არაა ეს ფრაქცია. ძალიან აქტიურად ვაპირებ ყველა ამ თემაზე მუშაობას. ძალიან რომ განვიცდით, კი გასაგებია ყველასთვის, ვინც გვიცნობს. არჩევანია. არჩევანს პატივს ვცემ", - წერს სამნიძე.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტია“ ორმა წევრმა ლევან ბერძენიშვილმა და თამარ კორძაიამ დატოვეს. ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, ახალ ოპოზიციურ ფრაქცია - „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფში“ პარტიის წევრობა არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია. მისივე თქმით, ამ ფრაქციის არცერთი წევრი არ არის ღირსი, რომ „რესპუბლიკელები“ მათთან თანამშრომლობდნენ.

თამარ კორძაიას განცხადებით კი, პარლამენტში საქმიანობას უპარტიო და უფრაქციო წევრის სახით განაგრძობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი