„ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა ცდილობს, რამენაირად გაამართლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1 633-ე რეზოლუციის მხარდაჭერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
555 06 აპრილი 2021, 20:57
საპარლამენტო ასამბლეის 1 633-ე რეზოლუციის მხარდაჭერა, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

„მაგრამ ამ ტექსტს საქართველოს არც ერთი წარმომადგენელი არ უნდა დათანხმებოდა და ვერ უნდა დათანხმებოდა, თუნდაც სხვა მუხლების ხათრით. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით“, – წერს ჩიქოვანი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული დელეგაციის მხარდაჭერის გარეშეც ეს რეზოლუცია მიღებული იქნებოდა.

„შესაძლებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაეტოვებინათ დარბაზი და ქართული დელეგაციის მხარდაჭერა არ ექნებოდა ამ ტექსტს.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ შევძელით და 2021 წლის 21 იანვარს ტიტანური შრომის შედეგად და „ზოგიერთების” მავნებლური გულგრილობის მიუხედავად, შევქმენით მყარი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი ოკუპაციის დასასრულებლად. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო“, – წერს ირაკლი ჩიქოვანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი