ლევან ნიკოლეიშვილი - ელენე ხოშტარია არის რუსეთის ნომრიანი აგენტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
547 04 აპრილი 2021, 19:58
ის რუსეთის ნომრიანი აგენტია, - ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მოძრაობა „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას შესახებ წერს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ელენე ხოშტარიას დამთავრებული აქვს „მგიმოს“ საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტი, რომელიც პირდპირ კაგებეს ნომენკლატურაა.

„ელენე ხოშტარიაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. პირდაპირ დავიწყებ იმით, რომ ის არის რუსეთის ნომრიანი აგენტი. ისტორია ასეთია - მისი მამა იყო მჭიდრო კავშირში რუსულ სპეცსამსახურებთან. შემდეგ სწორედ მისი გადაწყვეტილებით, შვილი წაიყვანა მგიმოში, სადაც დაამთავრა ფაკულტეტი, საერთაშორისო უსაფრთხოების, რომელიც პირდაპირ კაგებეს ნომენკლატურაა. იქ ადამიანებს ბოლომდე ხდებიან სპეცსამსახურის არათუ მოკავშირეები, არამედ თანამშრომლები და იდეოლოგები. ამიტომ არ მიკვირს, რომ მისი პირიდან გავრცელდა პოზნერის ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია. ის ინფორმაციას იღებს პირდაპირ მოსკოვიდან. ელენე ხოშტარია არის რუსეთის აგენტი“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-ზე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი