პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ 27 წლის ექთანთან დაკავშირებით კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„ღმერთო ეს შეგვაძლებინე…. დედის დილა მშვილობისა, დედის ალერსი და დედის სითბო - ეს ყველაფერია ცხოვრებაში…..დედა ის არსებაა, რომლის უმისიდ მე პირადად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ამ ასაკშიც…. დედაა პირველ რიგში, ჩვენი პაციენტი…. დედა, რომელსაც ორი შვილი ელოდება სადღაც სახლში… სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ დედა გადაგვირჩეს…. რომ გავიგე ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველში გული გამიჩერდა….. დედა უნდა გადარჩეს!!!! ეს უპირობოა….. მშვიდობა დაგვბედებოდეს და ეს დედა კი მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული…. ღმერთო ეს შეგვაძლებინე…. ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ!“ - წერს ლევან რატიანი.
ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე გადმოიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელსაც ლევან რატიანი ხელმძღვანელობს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |