ლუკა კურტანიძე ბერა ივანიშვილს - მეამაყები მეგობარო, როგორც დიდი გულის და სულის ადამიანი! როგორც სამაგალითო ახალგაზრდა და ყველაზე მთავარი, თავმდაბლობის მაგალითი, ასეთად გაგიცანი და გიცნობ, მეგობარო!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
577 07 მარტი 2021, 23:33

ბერა, მეამაყები, როგორც ადამიანი და მინდა, სიმშვიდე და სიმხნევე გისურვო, შენ ხარ სამაგალითო შვილი, მოქალაქე და პიროვნება, – ამის შესახებ მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა კურტანიძე „ფეისბუქ“ პოსტში წერს.

„ბერა, მეგობარო, ჩვენ ისტორიულად ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფრის მკადრებელი არსებები… ჯერ სიტყვით კლავენ ადამიანს და შემდეგ თუ ფიზიკურად შეძლეს, ამას გამარჯვებას უწოდებენ! ბევრი მაგალითი არსებობს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, წარსულში, შორს რომ არ წავიდეთ, დღეს ერის კაცს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის სიკეთე აურაცხელია, სამშობლოს წინაშე ლანძღავენ…. პატრიარქს ტალახს ესვრიან, შეურაცხყოფას აყენებენ და საერთოდ, ყველას, ვისაც რამე უკეთებია ამ ქვეყანაზე, არავის არ ინდობენ! რადგან იმაზე მეტს ეს მახინჯი სულის ადამიანები ვერასოდეს ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნიან, ამიტომ შურით და ბოღმით დამძიმებულები ასეთი ტიპის ქმედებებს სჩადიან! რატომ?! იმიტომ, რომ ასე მათვის ადვილია, რადგან სინდისი, ნამუსი და სხვა ღირებულება მათ არ გააჩნიათ! ასე გასდით და ასე მოქმედებენ!.. მეამაყები, როგორც ადამიანი და მინდა, სიმშვიდე და სიმხნევე გისურვო! დიდი ადამიანის შვილი ხარ და ამასთანავე, სამაგალითო შვილი, მოქალაქე და პიროვნება! რადგან ასეთი ხარ, მეგობარო, ამიტომაც მოგიწევს ასეთი ტვირთის ზიდვა ცხოვრებაში! დიახ, მეამაყები, ბერა, მეგობარო! როგორც დიდი გულის და სულის ადამიანი! როგორც სამაგალითო ახალგაზრდა, ხელოვანი, ტიტანური შრომის მოყვარე და ყველაზე მთავარი, თავმდაბლობის მაგალითი! ასეთად გაგიცანი და გიცნობ, მეგობარო!“ – წერს ლუკა კურტანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი