740
20 თებერვალი 2021, 00:17
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებლისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა.
„მაია ცქიტიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა „ქართული ოცნების“ 2012 წლის გამარჯვებაში და ის იყო არაერთი რეფორმისა და პროექტის ინიციატორი და განმახორციელებელი. მადლობა მას ამისათვის! წარმატებები!“ - წერს ირაკლი კობახიძე.
როგორც ცნობილია,ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საჯარო სამსახური და პოლიტიკა დღეს დატოვა. მან "ქართული ოცნების" გუნდს მადლობა გადაუხადა და სახლში წავიდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |