შალვა პაპუაშვილი - ისინი, ვინც ასე ეპოტინებიან მორალურ პიედესტალს, ამერიკის ელჩს, მისივე საელჩოს გვერდზე, ქაჯს და გავრილოვს ეძახდნენ, ქართველ პოლიციელებს დედ-მამის მოძებნით და ოჯახში დადგომით ემუქრებოდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
508 18 თებერვალი 2021, 20:53
ჰოდა ისინი, ვინც ასე ეპოტინებიან მორალურ პიედესტალს, გუშინ  მოსამართლეს ფსიქოლოგიურად თავს ესხმოდნენ, ამერიკის ელჩს, მისივე საელჩოს გვერდზე, ქაჯს და გავრილოვს ეძახდნენ, ქართველ პოლიციელებს დედ-მამის მოძებნით და ოჯახში დადგომით ემუქრებოდნენ, -  უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 

"ცოტა გუშინდელზეც.

სამწუხარო სურათი ვიხილეთ გუშინ. ახალი არაფერი, მაგრამ, ამ ჯერზეც, საინტერესო სანახავი იყო, როგორი სიჯიუტით ავლენენ ჩვენი ოპონენტები თავის ყველაზე გულმოდგინედ დაფარულ მხარეს.

ჰოდა ისინი, ვინც ასე ეპოტინებიან მორალურ პედესტალს, გუშინ 

მოსამართლეს ფსიქოლოგიურად თავს ესხმოდნენ,

ამერიკის ელჩს, მისივე საელჩოს გვერდზე, ქაჯს და გავრილოვს ეძახდნენ,

ქართველ პოლიციელებს დედ-მამის მოძებნით და ოჯახში დადგომით ემუქრებოდნენ,

ქართულ სახელმწიფოს დიიიიდი ნიჩბით ძირს უთხრიდნენ.
 
სთეითქეფჩერის იდეით შეპყრობილებს არ სურთ (შესაძლოა მათთვის საძულველი) "ქართული ოცნება" და ქართული სახელმწიფო ერთმანეთისგან განასხვავონ და ვერ ხვდებიან, რომ მთელ თავის სიძულვილს "ოცნებისადმი", საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მიმართავენ.

და ეს ყველაფერი სახელითა უფლისათა.

გამოდით ბაბლიდან! გარეთ სხვა საქართველოა", - წერს შალვა პაპუაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი