„დღევანდელი საპარლამენტო ისტერია ძალიან ჰგავს კორონაისტერიას“, - „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „ფეისბუქზე“ წერს.
„მაშინაც ყველა პოლიტიკოსი და საჯარო პირი შეითქვა ადამიანების საწინააღმდეგოდ და შედეგის გაუაზრებლად, უფიქრელად ჩაება სამყაროში ყველაზე უაზრო და სულელურ #დარჩისახლში კამპანიაში.
მაშინ ჩვენი ამოცანა იყო ადამიანებისთვის გვეთქვა სიმართლე, რომ ირგვლივ ყველა იტყუებოდა და არავისთვის დაეჯერებინათ.
სხვა საკითხია, დაგვიჯერეს თუ არა, მაგრამ ჩვენ ამ სწორი პოზიციის გამო პირნათელი ვართ საქართველოს მოსახლეობასთან.
ზუსტად იგივე ხდება ახლა, არც ოცნებას და არც ნაცებს არ უნდათ, ეს პარლამენტი შედგეს, ორივე მათგანი სინქრონულად ანგრევს ქართულ პარლამენტარიზმს.
ჩვენ ჯერ პატარა პარტია ვართ და სამწუხაროდ, ჩვენზე არაა დამოკიდებული, შედგება თუ არა ეს პარლამენტი.
ქოცებზე და ნაცებზეა დამოკიდებული და მათ არც ერთს არ უნდა, რომ შედგეს.
ასეთ დროს ჩემი ამოცანაა, გითხრათ, რომ სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია.
მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ როცა ყველა მზად არის, საკუთარი ინტერესებს შეწიროს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, ჩვენნაირი პატარა პარტიის ძალისხმევა არაა საკმარისი.
დარჩენილ დღეებში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კოლეგების აზრზე მოსაყვანად, გამოვიყენებთ ამისათვის NDI კვლევის შედეგებსაც, მაგრამ თუ არაფერი გამოვიდა, მინდა გითხრათ, რომ მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო და ამით მინდა მოვიხსნა პასუხისმგებლობა მომავალზე, რომელიც ქოცების და ნაცების 9-წლიანი დაპირისპირების შედეგად მივიღეთ და ქართული პარლამენტარიზმის განადგურებით დამთავრდა“, – წერს ფეისბუქ გვერდზე იაგო ხვიჩია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |