სალომე სამადაშვილი - ადამიანებისთვის თავზე ნაგვის დაყრა, ბრბობს მართლმსაჯულების ლოგიკიდანაა, ადამიანზე უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არაა გმირობა, ლაჩრობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
729 24 იანვარი 2021, 14:07

ვინც ვერ გაიგო, ითხოვს, რომ ბოდიში მოვიხადო და ა.შ. კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი - არასდროს, არანაირ ვითარებაში და არავისთვის, თავზე ნაგვის დაყრას არა აქვს გამართლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

"გასაოცარია, განცხადებამ, რომ ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა მიუღებელია, მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამიტომ მათთვის, ვინც ვერ გაიგო, ითხოვს, რომ ბოდიში მოვიხადო და ა.შ. კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი - არასდროს, არანაირ ვითარებაში და არავისთვის, თავზე ნაგვის დაყრას არა აქვს გამართლება. არ არსებობს "მაგრამ", არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც ამართლებს ადამიანზე ძალადობას და მისი ღირსების შელახვას, მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ ამ ადამიანზე ან მის საქციელზე. ადამიანზე უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არაა გმირობა, ლაჩრობაა. 

"არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებას იმსახურებს", - აბრაჰამ ლინკოლნი. ადამიანებისთვის თავზე ნაგვის დაყრა, სწორედ ბრბობს მართლმსაჯულების ლოგიკიდანაა. ამიტომ არასოდეს, არავისთან მიმართებაში და არსად გავამართლებ. გმადლობთ ყურადღებისთვის. ვისაც არ მოგწონთ ეს პოზიცია, აქ კომენტარების წერით თავს ნუ დაიღლით, არაა ჩემთვის საინტერესო თქვენი აზრი, ვერ გადამარწმუნებთ, ჩემი მსოფლმხედველობა დიდი ხანია მკაფიოდაა ჩამოყალიბებული, – წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი, გუშინ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ერთნაირად სამარცხვინო ხალხია, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი