553
20 იანვარი 2021, 16:44
თბილისის მერი კახა კალაძე ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსის, გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო. დიდია მისი წვლილი საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის კვლევებში. ვიზიარებ გიორგი ოთხმეზურის ოჯახის წევრების, მისი ახლობლების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების დიდ გულისტკივილს“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე.
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური დღეს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |