638
16 იანვარი 2021, 19:46
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„გულწრფელად ვულოცავ ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარედ არჩევას! მმართველი პარტიისთვის ახალი გამოწვევების გზაზე, მჯერა, რომ ირაკლი კობახიძე, მისი პოლიტიკური გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ჩვენს გუნდთან და საზოგადოებასთან ერთად, შეძლებს ქვეყნისა და “ქართული ოცნებისთვის” მრავალი გამარჯვების მოპოვებას“, - აცხადებს ოხანაშვილი.
არტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ამის შესახებ წერილი გამოაქვეყნა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |