თამარ ტალიაშვილი: ირაკლი კობახიძისთვის რეგალიები და თანამდებობები კი არა, უკეთესის შექმნის, ქვეყნისთვის საქმის კეთების შესაძლებლობაა მნიშვნელოვანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
633 16 იანვარი 2021, 19:24

ირაკლი კობახიძისთვის რეგალიები და თანამდებობები კი არა, უბრალოდ, უკეთესის შექმნის, სამოქალაქო გარემოს და ქვეყნისთვის საქმის კეთების შესაძლებლობაა მნიშვნელოვანი, - ასე გამოეხმაურა, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას.

„დღეს ირაკლი კობახიძეზე ბევრი ითქვა და კიდევ მეტის თქმა შეიძლება მისი განათლებისა და ნიჭიერების, მენეჯერული უნარების, ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობისა და მმართველი პარტიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილის შესახებ. მე კი მინდა გაგიზიაროთ, ის, რასაც არა ერთი წლის ჩვენი ურთიერთობა მიდასტურებს. მისთვის რეგალიები და თანამდებობები კი არა, უბრალოდ, უკეთესის შექმნის, სამოქალაქო გარემოს და ქვეყნისთვის საქმის კეთების შესაძლებლობაა მნიშვნელოვანი. ეს მას დამტკიცებულიც აქვს საზოგადოების წინაშე. ამისთვის, როგორც ყველა შრომისმოყვარე ადამიანს, თავისი საქმის სიყვარული და მტკიცე ნებისყოფა აძლევს ძალას აკეთოს, ის რაც ადამიანებს და ქვეყანას გარემოს გაუუმჯობესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად საქვეყნო და გლობალური სირთულეებისა, ირაკლის თავმჯდომარეობით ჩვენი გუნდი შეძლებს იმ მიზნების მიღწევას და ამოცანების შესრულებას რომელიც უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის ერთად დავისახეთ“ - წერს თამარ ტალიაშვილი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. პარტიის დღევანდელ ყრილობაზე კობახიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი