დიდი იმედითა და სურვილით ვუყურებ სხვა ბარიერგადალახული ოპოზიციონერი დეპუტატების პასუხისმგებლიან ქმედებებს-გია აბაშიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1017 05 იანვარი 2021, 14:51
დიდი იმედითა და სურვილით ვუყურებ სხვა ბარიერგადალახული ოპოზიციონერი დეპუტატების პასუხისმგებლიან ქმედებებს-ამის თაობაზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატთან მქონდა საუბარი. ისევ გავიმეორეთ, რომ ქართული პოლიტიკა არის Roller coaster [Американские горки]. ხან აღმასვლა, ხან დაღმასვლა. მეტწილად კი მოძრაობა, დინამიკა, სიურპრიზები.
ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა სამივე დეპუტატის ადგილმონაცვლე დაამტკიცა.
ირმა ინაშვილის - ადგილმონაცვლეა გელა მიქაძე; გიორგი ლომიას ადგილმონაცვლეა - ფრიდონ ინჯია; გოჩა თევდორაძის - ადგილმონაცველა დავით ზილფიმიანი.
ზოგი სახელმწიფოებრივად აზროვნებს და წინ იხედება, ზოგი დესტრუქციულად. ყველას საკუთარი არჩევანი აქვს.
დიდი იმედითა და სურვილით ვუყურებ სხვა ბარიერგადალახული ოპოზიციონერი დეპუტატების პასუხისმგებლიან ქმედებებს.
დასავლეთის არაეთი ელჩი და საერთაშორისო სტრუქტურა არ დარჩა უთქმელი ჩვენ ოპოზიციაზე - გაქვთ ბურთი და მოედანი და შედით რუსთაველის #8-ში!
მეც მოგიწოდებთ პრაგმატულო, არჩეულო პარლამენტარებო - გამოიყენეთ ეს უნიკალური შანსი და დიდი 'პოლიტიკური ცეცხლი' დაუნთეთ მმართველ პარტიას.
ბევრჯერ ათქმევინეთ ქართულად თავმჯდომარე თალაკვაძეს - Order in this House! [წესრიგი ამ პალატაში!]"-წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი