ირაკლი მეზურნიშვილი: თბილისის მერია 2021 წელსაც გააგრძელებს უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას. მიხარია, რომ თბილისში არ შეჩერდება არც ინფრასტრუქტურული, არც სოციალური და არც ჯანდაცვითი პროექტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
598 09 დეკემბერი 2020, 15:36
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წელსაც გააგრძელებს უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას, რისთვისაც ის ცენტრალური ხელისუფლებისგან გამოყოფილ 225 მილიონიან ტრანსფერსაც მიიღებს და ჯამში მისი ბიუჯეტი 1 მილიარდ 100 მილიონ ლარზე იქნება გათვლილი,- ამის შესახებ პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, თბილისში არ შეჩერდება არც ინფრასტრუქტურული, არც სოციალური და არც ჯანდაცვითი პროექტები.
,,მოხარული ვარ, რომ თბილისში არ შეჩერდება არც ინფრასტრუქტურული, არც სოციალური და არც ჯანდაცვითი პროექტები. კერძოდ: ვაკის პარკის რეაბილიტაციის დასრულება, ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაცია, თემქის ხევის პარკის მოწყობა, ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია, ავარიული შენობების გამაგრება, 40 ათასამდე ადამიანზე გათვლილი უფასო სასადილოების მომსახურება, დამატებით 3500 ადამიანზე გათვლილი ცხელი სადილის პროგრამა და მრავალი სხვა მრავალი, რომელიც ჩვენი ქალაქის თითოეული მაცხოვრებლის კეთილდღეობაზეა გათვლილი“,- წერს ირაკლი მეზურნიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი