ვასილ მაღლაფერიძე - დიდი დრო არ გავა და ნათელი გახდება, რომ ოპოზიციამ მეორედ დაყარა ძლიერი კარტი, ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, პარლამენტში მაგრად ყოფილიყო წარმოდგენილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
520 08 დეკემბერი 2020, 15:00

დიდი დრო არ გავა და ყველასთვის ნათელი გახდება, რომ 2020 წელს ოპოზიციამ უკვე მეორედ დაყარა ძლიერი კარტი და უარი თქვა თამაშზე, რითაც ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, პარლამენტში ძალიან მაგრად ყოფილიყო წარმოდგენილი და პროცესებზე სერიოზული გავლენა ჰქონოდა, – ამის შესახებ ფილოლოგი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვასილ მაღლაფერიძე აღნიშნავს, უპასუხო შეკითხვად რჩება, როგორ შეიძლებოდა ასეთი შანსის ხელიდან გაშვება და, თითქოს, რა უნდოდა სწორი სვლების გამოცნობას, მაგრამ სახრის უაზრო ქნევით ქილა ერბოც გატყდა და ქარის მოტანილი, ისევ ქარმა წაიღო.

„პირველად ასე მოხდა 2008 წელს, როდესაც არჩევნების წინ ოპოზიციამ რეალობა ვერ შეაფასა, დაიშალა და ცალ-ცალკე გასვლა ამჯობინა.

არც მაშინ და არც ახლა, არც საკმარისი პროგნოზირების უნარი აღმოაჩნდათ და არც ელემენტარული ალღო. ჭადრაკის სათამაშოდ კი ცარიელი ამბიციები და სატელევიზიო ისტერიკები არ არის საკმარისი.

უკვე რაც გამოჩნდა ისაა, რომ ამ ოპოზიციურმა კონგლომერატმა საკუთარი შესაძლებლობები სრულად ამოწურა და მესამე ვირტუალური ძალის ძებნის ნაცვლად ქვეყანას მეორე რეალური და პრაგმატული პოლიტიკური ძალა სჭირდება“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი