„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე მის მკურნალ ექიმებს მადლობას უხდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
722 27 ნოემბერი 2020, 22:11

„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, ექიმებს მადლობას უხდის.  თავის კოვიდისტორიის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

„დღეს, ჩემი კოვიდავადმყოფობის ოცდამეოთხე, საავადმყოფოში ყოფნის მეთოთხმეტე დღე-ღამეს დავტოვე კლინიკა. დიახ, ამ ხვრელშიაც მოვხვდი, ცხრადღიანი ორმოცგრადუსიანი სიცხეების შემდეგ ვირუსი პნევმონიით გამირთულდა და ჩემი სიცოცხლის გადარჩენების უკვე განუსაზღვრელ რიცხვს ერთიც მივუმატე. ერთიც, მაგრამ, ჭეშმარიტად, უმძიმესი და ძალზედ ძვირფასი. ისევ გამიმართლა - დასაწოლად გამზადებული მეორე დღის საღამოსაც ტყუილად ველოდი ვარიანტს - ადგილი კატეგორიულად არსად არ იყო, მე კი მძიმედ მივდიოდი ბოლოსკენ. უცბათ დამირეკა 112-ის ოჯახის ექიმმა ნინომ და მაგრად შეშფოთდა, სასწრაფო გამოვაგზავნეო და სულ ხაზზე იყავითო. ძალზედ მადლიერი ვარ მისიც და მის მიერ გამოგზავნილი სასწრაფოს ორი გულისხმიერი გოგონასი. 

გარკვეული ლოდინის შემდეგ სასწრაფოს შეატყობინეს, რომ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გაიხსნა კოვიდცენტრი, რომელშიც სულ მალე მოვხდი მესამე პაციენტად. იქ დამხვდა ექიმი ლევან ბესელია და მითხრა - მენდე, გამომყევი ყველაფერში, გადაგარჩენო - შეასრულა კიდეც. სხვებთანაც შეასრულებს. კაცია, ნაღდი ექიმი, პროფესიონალი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, თითოეული პაციენტის სიცოცხლისთვის გააფთრებით მებრძოლი. გუნდიც ასეთი ჰყავს - სტაფი, რომელიც საკუთარი ნოუ-ჰაუთი შეინარჩუნა, არ ვიტყვი, როგორით, ესეც რომ არ ჩაუშალონ და ეს საოცარი ჰარმონია არ მოუშალონ მას - მის მარჯვენა ხელ ანიკოსა და 19-20 წლის საოცარი, მონდომებული, გულადი, ერთმანეთის დამხმარე, გამტანი, კონკურეტუნარიანი, გულისხმიერი, თბილი, თავდადებული გოგო-ბიჭების უმაგრეს გუნდს შორის.

გაითვალისწინეთ, ეს ხალხი, ლევანის თამადობით, მუშაობის პერიოდში, აი, ახლა გადის კოვიდინფიცირებას. კიდევ ერთხელ - მე ბევრჯერ გადამირჩა სიცოცხლე - CO-თიც ვიყავი გაგუდული, მაგრამ არასდროს მყოლია გადარჩენისას ასეთი მაგარი გუნდი დამხმარედ. თქვენ აწი მუდმივად ხართ ჩემს ცხოვრებაში მის გადამრჩენელებად. აუცილებლად გნახავთ კომბინეზონების გარეშე, თუმცა, ვფიქრობ, მათ მიღმა თითოეულ თქვენგანზე შექმნილი პირადი შეხედულება ზედმიწევნით სწორი მაქვს და თქვენი სახეებიც ამ შეხედულებას ზუსტად მოერგება, ჩემო ერთიანად კოვიდიანო კოვიდის წინააღმდეგ გააფთრებით მებძოლო უგუნდესო გუნდო“, - წერს გივი თარგამაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი