718
10 ნოემბერი 2020, 11:30
სრულიად ვეთანხმები გია ბარამიძეს - მოლაპარაკება თანაზომადი პოლიტიკური წონის ლიდერებმა უნდა აწარმოონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„შესაბამისად, თუ ოპოზიცია საკუთარ წარმომადგენლობას მიხეილ სააკაშვილს ანდობს, ჩვენ გედი ფოფხაძეს გამოვაგზავნით, თუ, რასაკვირველია, ალიხანოვიჩს არ ეცლება. პ.ს. ცოტა დასერიოზულდით, გია, მართლა თუ გსურთ, ისეთი გამოსავალი მოიძებნოს, ქვეყანასაც რომ წაადგეს და სახეც რომ შეინარჩუნოთ“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |