697
08 ნოემბერი 2020, 12:47
ამდენი წელია გულის ხეთქვით შევყურებთ ამ მარაზმატიკულ ორგიას, ამ ამორალურ ბრძოლას ძალაუფლებისთვის და ეს საწყალი, ეს ლამაზი, ეს ბედნიერი ერის ქვეყანა ხელში გვაკვდება არჩევნებიდან არჩევნებამდე!.. - წერს ფეისბუქ მომხმარებელი ნინო სადღობელაშვილი.
"ნებისმიერი ძალა თუ პარტია თუ მოძრაობა, რაც ამ ქვეყანაში გაჭაჭანებულა, წესით მთავარ ორიენტირად ადამიანს ასახელებს ხოლმე და მასზე ზრუნვის ალიბით ითხოვს ჩვენს ხმას, ენერგიას, ნერვებს, ჰოდა რა გგონიათ ნეტა ეს ადამიანი? და რა არის ის, რაც ამ ადამიანში უნდა დაიცვათ და შეინახოთ? რა უნდა დაუფასოთ ან წაართვათ - სიცოცხლეზე მეტი??
ამ გაგანია პანდემიაში, ასეთ გართულებულ ვითარებაში მიტინგების მართვა და ხალხის აქციებზე გარეკვა (გვჯეროდეს მაინც, რომ ეს სამართლიანობის აღდგენისთვის ხდება და არა ამ მუდმივად უპასუხისმგებლო, საკუთარ ტყავს/ფულს დახარბებული "პოლიტიკოსების" პოლიტ.ვნებების განსაცხრომად!) მინიმუმ სიბეცე და მაქსიმუმ დანაშაულია, რადგან კაცმა არ იცის რამდენ ადამიანს შეიწირავს ეს გაუთავებელი ზელვა "ჯოს ჯოს"-ის ფონზე და რა სახიფათოა ეს არამარტო ეგზალტირებული მომიტინგეებისთვის, არამედ იქ მყოფი ჟურნალისტებისთვის, პოლიციელებისთვის და საერთოდაც, ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ვინც ამდენი წელია გულისხეთქვით შევყურებთ ამ მარაზმატიკულ ორგიას, ამ ამორალურ ბრძოლას ძალაუფლებისთვის და ეს საწყალი, ეს ლამაზი, ეს ბედნიერი ერის ქვეყანა ხელში გვაკვდება არჩევნებიდან არჩევნებამდე!..
გამძლეობა საქართველოს და ჯანმრთელობა თითოეულ ადამიანს,
ა დ ა მ ი ა ნ ს - თუღა გვახსოვს საერთოდ, ეს სიტყვა რასაც ნიშნავს..." - წერს ნინო სადღობელაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |