509
03 ნოემბერი 2020, 13:40
მოქალაქე ენდო პარტიას, მისცა მას ხმა და თავისი ჯიბიდან მისცა ფული, იმისთვის, რომ ეს პარტია სიცოცხლისუნარიანი იყოს. რატომ უნდა იყოს სიცოცხლისუნარიანი? იმიტომ, რომ პარლამენტში იბრძოლოს იმ პროგრამის რეალიზაციისთვის, რისთვისაც მან ჩემი ხმა მიიღო,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
,,ანუ, ჩვენ - ხალხი - პარტიას ვაძლევთ ხმას და ვაძლევთ მას ფულს. ახლა, თუ ეს პარტია იძახის, შენი ხმა უკან გაიკეთე, მე პარლამენტში არ შევდივარო, ფული მაინც უნდა მივცე? რაღად მინდა მისი სიცოცხლისუნარიანობა? ჩემი ხმა კიდია და ფული მაინც უნდა ვუხადო?! რა ვიცი, რა ვიცი“,- აცხადებს ექსპერტი
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |