562
02 ნოემბერი 2020, 17:50
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ 2020 საპარლამენტო არჩევნების წინასწარ დასკვნებზე ისაუბრა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს არ სურთ პასუხი გასცენ აღნიშნულ დასკვნებს, თუმცა ერთი წლის წინ, საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობისას, ისინი ხელისუფლებას ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებდნენ.
„ჩვენ მეორე ტურისთვის ვემზადებით და დარწმუნებულები ვართ, რომ ასევე დამაჯერებლად გავიმარჯვეთ დარჩენილ 16 ოლქშიც და პარლამენტშიც მუშაობას გავაგრძელებთ, ისე როგორც ეს ჩვენ მოგვიწოდა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. მათ აღნიშნეს, რომ ელოდებიან როდის დაიწყებენ მუშაობას ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე და პროექტზე ახალ პარლამენტთან ერთად. ისინი მიესალმებიან ჩვენ ამბიციურ გეგმას, რომ 2024 წელს უნდა შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით რაც ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმაა გასატარებელი. ის ფაქტი, რომ არჩევნები შეფასდა ლეგიტიმურად და ჩვენ მოგვილოცა აბსოლუტურად ყველამ, როგორც ევროკავშირმა, ევროპარლამენტის წევრმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თავისი განცხადებებით, ეუთო/ოდირის დასკვნებით, პირველ რიგში მიუთითებს, რომ საფუძველი არ აქვს არავის ეჭვის ქვეშ დააყენოს შედეგები. საინტერესო სტატისტიკას მოვიყვან - მაგალითად 2016 წელს, დაახლოებით 1500 დარღვევა იყო დაფიქსირებული და ამ არჩევნებზე ჯერჯერობით დაფიქსირებულია დაახლოებით 500 დარღვევა. შედარებით სამჯერ ნაკლებია 4 წლის წინ ჩატარებული არჩევნებისა და მაშინ არ დამდგარა არჩვენები კითხვის ნიშნის ქვეშ ოპოზიციის მხრიდან და მაშინ შემოვიდნენ პარლამენტში. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი ბოლოს შეიცვლიან თავის აზრს და მათ ვიხილავთ პარლამენტში და დავიწყებთ საპარლამენტო ცხოვრებას.
ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს არ უნდათ პასუხი გასცენ ეუთო/ოდირის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და სხვა დელეგაციის წევრების დასკვნებს, თუმცა როდესაც მათ ჭირდებოდათ, კარგად იყენებდნენ მათ არგუმენტებს, მაგალითად ერთი წლის წინ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, როდესაც ყველა საუბრობდა, რომ ოდირის და ეუთოს რეკომენდაციები შეასრულეთ და ასე შემდეგ. დღეს აღარ აწყობთ და აღარ აინტერესებთ და თურმე ხალხი წყვეტს არჩევნებს. დიახ! ხალხი წყვეტს არჩევნებს და ხალხმა გადაწყვიტა ეს არჩევნები და პატივი სცენ ხალხის არჩევანს, როგორც ეს მათ ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მოუწოდა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 90-იანი წლების დასაწყისის შემდეგ პირველად მოხდა, რომ პარლამენტში ათი პარტია გავიდა. „ნებისმიერი სახის ცვლილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, პირველ რიგში ზღუდავს მართველი პარტიის ძალაუფლებას. ოპოზიცია ყოველთვის იქნება უკმაყოფილო, მაგრამ ისინი უპირველესად საკუთარი თავის მიმართ უნდა იყვნენ უკმაყოფილო. ძალადობრივი, სიძულვილის ენით გამოყენებული კამპანიით, რომელიც მათ აწარმოეს და არ უნდა უკვირდეთ რა შედეგიც მიიღეს. ლეგიტიმაციაზე რომ ლაპარაკობენ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, ჩვენი კანონმდებლობაში პირდაპირ არის მითითებული, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე არ შეიძლება ჩართული იყოს წინასაარჩევნო კამპანიაში და უკრაინის მოქალაქე, რომელიც ძებნილია საქართველოში, პირდაპირ მონაწილეობას იღებდა კლიპებით და მათ პრემიერ-მინისტრადაც დაასახელეს. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ისინი იდგნენ და შესაბამისი შედეგიც მიიღეს, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი“, - აღნიშნა კახაბერ კუჭავამ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |