768
12 ოქტომბერი 2020, 23:03
ექსპერტი სოსო მანჯავიძე ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის ინიციატივით გამოდის, დავითგარეჯის შემდეგ ის მიიჩნევს, რომ კანონის სრული დაცვით მათ პასუხი უნდა აგონ დანაშაულზე. მანჯავიძეს კონკრეტული მუხლებიც მოჰყავს:
„მეგობრებო, აი რა წერია საქართველოს ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ.
თავი IV
პარტიის საქმიანობის შეწყვეტა
მუხლი 35
პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მუხლი 36
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
როგორც ხედავთ, ეს მუხლი თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ არის დაწერილი.
ამიტომ, ჩვენ. არასამთავრობო ორგანიზაციამ ''დავასრულოთ' გადავწყვიტეთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ ამ ე.წ. პარტიის გაუქმების მოთხოვნით.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს განიხილოს სარჩელში მოყვანილი ფაქტების ორგანული კანონის 36- ე მუხლთან შესაბამისობის საკითხი.
სარჩელს გავასაჯაროვებთ, რათა ყველას ქონდეს იქ მოყვანილ ფაქტებთან წვდომა და საშუალება მხარი დაუჭიროს სარჩელს ხელმოწერებით, რისთვისაც მას მივცემთ პეტიციის ფორმას.
ცხადია, რომ სარჩელს ვთარგმნით და მივაწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს.
ეს მარაზმი ქვეყანაში ერთად უნდა დავასრულოთ!“ - წერს მანჯავიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |