1349
02 ოქტომბერი 2020, 17:21
ვხედავთ 'ლუზერი' და ცირკაჩი სექტანტების მხრიდან ივანიშვილის შეურაცხყოფასაც - სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილზე ცილისმწამებლურ განცხადებებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმაურება,
"მეორე დღეა ნაცსექტა ორკესტრირებულად და გააფთრებით აკრიტიკებს მეგაპოლიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილის წუხანდელ ფრიად სიღმისეულ, ღირსეულ და შინაარსიან გამოსვლას. ვხედავთ 'ლუზერი' და ცირკაჩი სექტანტების მხრიდან ივანიშვილის შეურაცხყოფასაც.ეს მეტყველებს იმაზე, რომ ურეიტინგო პოლიტიკანები საკმაოდ გაღიზიანდნენ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ერთ-ერთი მართლაც და გამორჩეული გამოსვლის გამო. რადგან ივანიშვილის გზავნილები იყო რეალური და საქმიანი.
იდეალური ქვეყანა არ გვაქვს, არაერთი პრობლემაა, მაგრამ მიღწევებიც ხომ სახეზეა? მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ნაცრეჟიმმა, მათგან განსაკუთრებით მწვავეა სიღარიბე და ოკუპაცია. ამასაც დავძლევთ სტაბილურობის გარანტორის,"ქართული ოცნების" მმართველობით. ასეც მოხდება 31 ოქტომბერს!
მშვიდობა, ჯანმრთელობა და განვითარება საქართველოს! " -წერს გია აბაშიძე .
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |