584
17 სექტემბერი 2020, 18:20
პოლიტიკური კრაზანები, როდესაც პოლიტიკოსი მონაცემებს არასწორ ინტერპრეტირებას უკეთებს, ან უფრო მეტიც, არასწორ მონაცემებს აჟღერებს, ეს სულ ცოტა ორ რამეზე მეტყველებს: მის „კომპეტენტურობასა“ და „კეთილსინდისიერებაზე“. მაგრამ თუ ეს პოლიტიკოსი „მამალი ოპოზიციონერია“, თანაც ამგვარი განცხადებები წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, მაშინ მისი საქციელი აბსოლუტურად ახსნადია. ასეთ დროს, ოფიციალურმა სტატისტიკამ უნდა თქვას თავისი ობიექტური სიტყვა. ბედად, მოსახლეობის თითქმის საყოველთაო ინტერნეტიზაციისა და კომპიუტერიზაციის პირობებში ტყუილის ისედაც მოკლე ფეხები კიდევ უფრო დამოკლებულია და სიცრუე „შორს“ და დიდხანს წასვლას ვეღარ ახერხებს”,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სიცრუე, მოსახლეობის თითქმის საყოველთაო ინტერნეტიზაციისა და კომპიუტერიზაციის პირობებში „შორს“ წასვლას ვეღარ ახერხებს
,,ასეთი განცდა დამეუფლა, როდესაც ერთერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მიერ გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ბოლო წლებში შიმშილის დონე საქართველოში გაორმაგდა.
არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ არასრულფასოვანი კვება და სიღარიბე თანამედროვე ცივილიზაციის თანმდევი მოვლენაა და მისგან სრულად განთავისუფლებას საქართველოზე ბევრად განვითარებული ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ. მაგალითად, აშშ-ში სასურსათო ტალონებს 40 მილიონზე მეტი მოქალაქე ღებულობს (ყოველი მე-11 შინამეურნეობა, სადაც ცხოვრობს ამ ქვეყნის ყოველი 16 წლამდე ასაკის ბავშვი). გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური საკვების პროგრამის (World Food Programme - WFP) გამოქვეყნებული 2020 წლის შიმშილის ანგარიშით, საქართველოში არასრულფასოვანი კვების დონე 2012 წლის შემდეგ სამჯერაა შემცირებული (დაახლოებით 1 მილიონიდან 300 ათასამდე - 24.7%-დან 8.2%-მდე). ამის საფუძველზე მოხერხდა WFP-ის ე.წ. „შიმშილის მსოფლიო რუკაზე“ (რომელიც ასახავს ინფორმაციას, გლობალური ჯანმრთელობის ყველაზე დიდ რისკზე და ამ რისკის ცვლილების დინამიკას წლების მიხედვით) საქართველოს ყ ა ვ ი ს ფ რ ი დ ა ნ (2012 წლისთვის „ყავისფერი ზონის“ ერთადერთი ევროპული სახელმწიფო) შედარებით უკეთეს, ყ ვ ი თ ე ლ ზონაში გადაყვანა. ბოლო წლებში პროგრესი ცალსხაა, სახელმწიფო პოლიტიკა გაცილებით მეტად გახდა სოციალურად ორიენტირებული. მხოლოდ პირდაპირი სოციალური მიმართულების ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 1.5-ჯერაა გაზრდილი. აღნიშნულის, აგრეთვე ბოლო პერიოდში ანტიკრიზისული და პოსტპანდემიური პერიოდების სოციალური ხარჯების ზრდის გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით, საქართველო შეძლებს მომავალ კვლევაში, შიმშილობის შედარებით დაბალ 5 %-ზე ნაკლებ „მ წ ვ ა ნ ზონაშიც“ კი გადავიდეს და კიდევ ერთი არაპირდაპირი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოში მდგომარეობა შიმშილის, არასრულფასოვანი კვებისა და ზოგადად, ეკონომიკური განვითარების მხრივ გაუმჯობესდა. 2013-2019 წლებში (ბუნებრივია, მონაცემები 2020 წელზე ჯერ არ არის) საქართველოში 107597-ით მეტი საქართველოს არამოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა. იმ ქვეყანას, სადაც მდგომარეობა უარესდება, სხვა ქვეყნის მოქალაქენი, როგორც წესი, კი არ „ეტანებიან“, არამედ საკმაოდ „შორიდან გვერდს უვლიან“. ამაზე იტყვიან, „თაფლი იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოფრინდებაო“. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ადგილობრივი მწერი, შორიდან რომ ფუტკრის იმიჯს ირგებს, ახლო მანძილზე შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად გასარჩევი ნესტარმომარჯვებული კრაზანას როლში გვევლინება”,- წერს იოსებ არჩვაძე“,
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |