ირაკლი ლატარია: ხელისუფლების მიერ გაწეულმა სოციალურმა დახმარებებმა დიდი როლი ითამაშეს COVID-19-ის გავლენების მინიმიზაციაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
670 16 სექტემბერი 2020, 16:28
„ხელისუფლების მიერ გაწეულმა სოციალურმა დახმარებებმა და გადასახადებზე არსებულმა შეღავათებმა დიდი როლი ითამაშეს COVID-19-ის გავლენების მინიმიზაციაში როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ სფეროებზე - ამის შესახებ საკუთარ Facebook პოსტში წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია.

მისი თქმით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს ეკონომიკის 5 პროცენტით შემცირებაა ნავარაუდევი, თუმცა მომდევნო წელს ქვეყნის ეკონომიკა 5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელს დაუბრუნდება.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებით შეფასებას აძლევს საქართველოში პანდემიის კონტროლს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ გაწეულმა სოციალურმა დახმარებებმა და გადასახადებზე არსებულმა შეღავათებმა დიდი როლი ითამაშეს COVID-19-ის გავლენების მინიმიზაციაში როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ სფეროებზე. არსებული მდგომარეობისა გათვალისწინებით მიმდინარე წელს ეკონომიკის 5 პროცენტით შემცირებაა ნავარაუდევი, თუმცა მომდევნო წელს 5 პროცენტიან მატებას ელიან.

ფონდი მიიჩნევს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ ეკონომიკა შეძლებს ჩვეული ტემპით მუშაობის გაგრძელებას, რის გარანტიასაც წლის მეორე ნახევრიდან გაზრდილი ადგილობრივი მოთხოვნა იძლევა. სსფ ასევე მიესალმება იმ სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში პენსიის ინდექსირებისა და გადახდისუნარიანობის კუთხით ხორციელდება, რადგან ასეთი რეფორმები ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. ყოველთვის, სსფ-სთან შეხვედრის ძირითადი მიზანი და ამოცანა არის ძირითად მაჩვენებლებზე შეთანხმება და მიხარია, რომ ჩემმა ხელისუფლებამ ეს შეძლო“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია.

ანალიტიკოსი, აგრეთვე, ეხმაურება აზიის განვითარების ბანკის მიერ გაკეთებულ პროგნოზსაც, რომელიც ასევე პოზიტიურია.

„ასევე უნდა აღინიშნოს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშიც, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის დასაწყისში კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიით გამოწვეული შეფერხების შემდეგ საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს 4.5%-ით დაუბრუნდება. ამასთან, მოსალოდნელი აღმასვლით ტურიზმში, კერძო მოხმარებაში, ინვესტიციებსა და ექსპორტში. ADB-ის მთავარი ყოველწლიური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზის 2020 განახლებულ გამოცემაში ბანკი მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის 5%-იან ვარდნას ვარაუდობს, რაც ეკონომიკასა და საინვესტიციო კლიმატზე კოვიდ-19-ის უარყოფითი გავლენის შედეგია, თუმცა ტენდენცია 2021 წელს სასიკეთოდ შეიცვლება. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მიმდინარე წლის დასაწყისში დაახლოებით 5.8%-ით შემცირდა, 2019 წლის იმავე პერიოდის 4.8%-იანი ზრდის საპირისპიროდ. „კოვიდ-19-ის ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად საქართველომ არა ერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა საბანკო რეგულაციებისა და გადასახადების აკრეფის შერბილება, სოციალური პაკეტების გაფართოება, კარანტინის გამო შეჩერებული ბიზნეს-საქმიანობის ფრთხილი გახსნა და შიდა ტურიზმის წახალისება" - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა წარმატებები ჩემს ქვეყანას“, - აღნიშნავს ლატარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი