იოსებ არჩვაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ერთმნიშვნელოვანი გზავნილია საზღვარგარეთელი, მათ შორის ამერიკელი ინვესტორებისათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
705 10 სექტემბერი 2020, 16:41
,,აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ ორმაგადაა საგულისხმო. ჯერ ერთი, იგი დადებითად აფასებს საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებელ კლიმატს და, მერე მხრივ, იგი ცალსახა დადებით შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს (საპენსიო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და ა. შ.), აგრეთვე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებს”,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს. 

ექსპერტი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში არა თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ამერიკული ინვესტიციები საქართველოში, არამედ აშშ სტაბილურად დამკვიდრდება საქართველოში უცხოურ ინვესტორ-სახელმწიფოთა პირველ სამეულში  

,,ანგარიშის მიხედვით, უცხოელ ინვესტორთა დაინტერესება საქართველოსადმი სამ ძირითად ფაქტორზე დგას. ესენია: ა) ეკონომიკის გახსნილობა; ბ) ბიზნესის წარმოების გამჭვირვალობა და გ) საინვესტიციო მიმზიდველობა.  საქართველო წლებია, მოწინავე პოზიციებზეა ბიზნესის წამოწყებისა და წარმოების სიიოლის მიხედვით და ეს მკაფიოდ ვლინდება როგორც ინვესტიციების გეოგრაფიის დივერსიფიცირებით, ისე ეკონომიკური კავშირების ინტენსივობით მსოფლიოს 130 სახელმწიფოსთან.  აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არ არის პოზიტიური გზავნილი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა და მისი ბიზნეს-სექტორისადმი. იგი ფართო საერთაშორისო დატვირთვისაცაა და წარმოდგენას უქმნის როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე სხვა ქვეყნების პოტენციურ ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობსა და პერსპექტივებზე. იმის გათვალისწინებით, თუ რა რესურსებისა და პოტენციალის მატარებელია აშშ ბიზნესი, ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში არა თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ამერიკული ინვესტიციები საქართველოში, არამედ აშშ სტაბილურად დამკვიდრდება საქართველოში უცხოურ ინვესტორ-სახელმწიფოთა პირველ სამეულში  (ცნობისათვის: 2020 წლის მეორე კვარტალში აშშ-ს ეკავა მეოთხე ადგილი ინვესტორ ქვეყნებს შორის გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდების და თურქეთის შემდეგ)”,- წერს იოსებ არჩვაძე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი