შალიკოს ფანჩატურის კლასტერი-გია აბაშიძე„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1324 07 სექტემბერი 2020, 14:59

ანალიტკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის და ძალა ერთობაშიას მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარდგენას ეხმაურება. 

"'შტაბკვარწირის' მშობლიურ ენაზე დავწერდი - "სოვსემ სიეხალი ს კატუშეკ". „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
1. მიშა უკრაინის მოქალაქეა. დავუშვათ ნაცებმა გაიმარჯვეს (სიზმარში), საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა დაუბრუნოს. რა, აიძულებენ თუ ორბელიანის სასახლეს შტურმით აიღებენ?
2. დაუსწრებლად გამოტანილ განაჩენებზე რა ხდება? წამალაშვილი-ჭანტურიას ამასწინდელი სამარცხვინო "დოკუმენტური" ფილმი "წამებულ" მიშაზე და მხოლოდ სამავლინებო ხარჯების გამო "დევნაზე" ვერ გამოდგება გამამართლებელ "საბუთად". სხვა გაცილებით მძიმე დანაშაულებებშია სააკაშვილი მხილებული საქართველოშიც და სტრასბურგშიც.
3. შალიკოს ფანჩატურის კლასტერი (ევროსაქები, ბურჯანაძე და სხვ.) რომ არ ეთანხმება მომავალი ე. წ. პრემიერის კანდიდატს, კოალიცია როგორ შეიკვრება?

მოკლედ, მშვიდობით თავად ნაცოპოზიცია მივიდეს არჩევნებამდე, თორემ საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე გადაწყვიტა თუ რომელი პასუხისმგებლიანი პარტია დატოვოს მართვის სადავეებთან." -წერს გია აბაშიძე 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი