ზოგიერთი ჩემი მეგობარი გლოვობს ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან, მინდა მათ ვუთხრა: ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც-მიხეილ სააკაშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
788 28 აგვისტო 2020, 10:16
ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც. ჩვენ გავიმარჯვებთ იქაც და იქაც, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, დღეს იყო ბევრი დამწუხრებული კომენტარი საქართველოსთან დაკავშირებით მისი განცხადების გამო.

„ზოგიერთი ჩემი უკრაინელი მეგობარი უბრალოდ გლოვობს ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან. მინდა მათ ვუთხრა: თავი მაღლა ასწიეთ. ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც. ჩვენ გავიმარჯვებთ იქაც და იქაც. ჩემთვის ამ ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ეს ჩემთვის ერთი ბრძოლაა და ეს იქნება ერთი საერთო გამარჯვება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
არქივი