შალვა პაპუაშვილი: გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება - ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 28 ნოემბერი 2024, 00:04

გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება, რომელიც წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას.

„მე მგონი ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია იმისი, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ვნახეთ, მათი პანიკური რეაქციები ამ გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გასაგებია, რომ ჩვენ "ნაცმოძრაობის" და მისი სატელიტების მოსაწონი კანდიდატი არც გვეყოლებოდა და არც უნდა გვყოლოდა. მათი რეაქცია დასტურია იმისა, რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარტყით იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება.

მიხეილ ყაველაშვილს რაც შეეხება, ერთის მხრივ არის, მისი წარმატებული სპორტული კარიერა, და მეორეს მხრივ, მისი წარმატებული პოლიტიკური კარიერა. ბოლო 8 წელია ის აქტიურ პოლიტიკაშია, ერთ-ერთი წარმატებული ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე და პარლამენტის წევრია. მანამდეც, ის ბოლო 20 წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო იმ რეჟიმის მოწინააღმდეგე, იბრძოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ და შემდეგ, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, ის აკეთებდა ყველაფერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია აღარასდროს მობრუნებულიყო ამ ქვეყანაში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს რადიკალიზმის შემცირებას, ყაველაშვილის ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, ხელი შევუშალოთ პოლარიზაციის ტენდენციებს
Sky News: „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად ეროვნული ნაკრების და პრემიერლიგის ყოფილი მოთამაშე, მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: თუ ისინი მართალი არიან, მაშინ გამოდის, რომ ყოველი არჩევნების დროს წაგებულ მხარეს მხოლოდ გასაჩივრებით შეუძლია 100 დღით გააჩეროს პარლამენტი - აბსურდს ამტკიცებენ
შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაცია ზოგიერთისთვის, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, დანახულია ისე, რომ არიან „დიდი ძმები," ჩამოვიდნენ აქ და „პატარა ძმებს" ჭკუა გვასწავლონ
არქივი