შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაცია ზოგიერთისთვის, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, დანახულია ისე, რომ არიან „დიდი ძმები," ჩამოვიდნენ აქ და „პატარა ძმებს" ჭკუა გვასწავლონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 27 ნოემბერი 2024, 23:57

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებას გადაცემა „ღამის კურიერში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „როგორც ჩანს, იმდენი უყურეს მოსკოვს თავის დროზე, ახლა ცდილობენ მოსკოვის როლი შეგვისრულონ“.

„აქ რაღაც პრორუსულობას, ოლიგარქიას და რაღაცებს რომ გვაბრალებენ, ეს არ არის ანტიქართული?! ხომ არიან ისინი ანტიქართველები მაშინ, თუკი აქ ანტი-დასავლურობაზე საუბრობენ. ასე არ შეიძლება, ჩვენ აქ ვიღაცაზე ნაკლები არ ვართ. ჩვენ აღმოვაჩინეთ უცებ, რომ ევროინტეგრაცია ზოგიერთისთვის, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, დანახულია ისე, რომ არიან „დიდი ძმები“, ჩამოვიდნენ აქ და „პატარა ძმებს“ ჭკუას გვასწავლონ. განსაკუთრებით, ბალტიის ქვეყნებში.

ჩვენ დაცულები საბჭოთა კავშირშიც ვიყავით და ჩვენი საზღვრები არ ირღვეოდა. დაცულობა იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა ჩამოგვივიდეს აქ ლიეტუველი და ესტონელი პოლიტიკოსები და „დიდი ძმის“ ტონით გვესაუბრონ. როგორც ჩანს, იმდენი უყურეს მოსკოვს თავის დროზე, ახლა ცდილობენ მოსკოვის როლი შეგვისრულონ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს რადიკალიზმის შემცირებას, ყაველაშვილის ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, ხელი შევუშალოთ პოლარიზაციის ტენდენციებს
Sky News: „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად ეროვნული ნაკრების და პრემიერლიგის ყოფილი მოთამაშე, მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შალვა პაპუაშვილი: გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება - ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: თუ ისინი მართალი არიან, მაშინ გამოდის, რომ ყოველი არჩევნების დროს წაგებულ მხარეს მხოლოდ გასაჩივრებით შეუძლია 100 დღით გააჩეროს პარლამენტი - აბსურდს ამტკიცებენ
არქივი