ვაჟა სირაძე - რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის? - სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 24 ნოემბერი 2024, 22:37
დაკეტილია რუსთაველის გამზირი და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის? სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენიმე ხნის წინ მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს რუსთაველზე მანქანებით გადაადგილების საშუალება არ მისცა. 

ვაჟა სირაძის განმარტებით, პოლიცია უსაფრთხოებას იცავს:

„დაკეტილია რუსთაველის გამზირი და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის. სას გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? ოდესმე გაგიგიათ? უსაფრთხოებიდან გამომდინარე მანქანები ვერ ივლიან. ხალხს ვეხმარებით, რომ დადგნენ და წავიდნენ მსვლელობით, როგორც ხდება ხოლმე“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ოპოზიცია აქტივისტებთან ერთად რუსთაველზე არიან შეკრებულნი და ღამის გათენებას აპირებენ. მათი მიზანია ხელი შეუშალონ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებას და მის ლეგიტიმიზაციას. 

ოპოზიციის ლიდერები ხალხს მოუწოდებენ ქუჩაში მათთან ერთად დადგნენ. მათივე თქმით, ისინი სხვა გზებით შეეცდებიან იმ ნივთების რუსთაველზე შეტანას, რაც მანქანებში ედოთ და პოლიციის გამო ვერ შეძლეს...

რამდენიმე ხნის უკან მათ მოახერხეს კიდევ რამდენიმე მანქანით პოლიციის კორდონის გარღვევა... ამბობენ, რომ რამდენიმე ხანში კარვებსაც გაშლიან... 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი: იმ ადამიანის განცხადება, რომ თითქოს 30 უბანზე მისცა ხმა არჩევნებში, სამარცხვინო და უბინძურესი სპეკულაციაა, სამწუხაროდ ოპოზიციამ გამოიყენა ამ პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა
ჩვენ ლეგიტიმაციას გვაძლევს ქართველი ხალხი, ის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც აირჩია „ქართული ოცნება“
ხვალინდელი დღე შედგება. ხვალ მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება, შესაბამისად წინა მოწვევის პარლამენტი შეწყვეტს ფუნქციონირებას
რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტთან არიან შეკრებილები
ხვალ 9 საათზე არის ქართული სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული აქცია. ვთხოვ ყველას, რომ მოვიდეს პარლამენტის უკანა შესასვლელში
არქივი