გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 24 ნოემბერი 2024, 17:25
ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდი, რომელიც ლამობს, რევოლუციური პროცესები განავითაროს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ, - განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 2020 წელს ძალიან ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ისინი იქნებიან სიტყვის გამტეხნი, ე.წ. პუფები, თუ შემოვიდოდნენ პარლამენტში.

„პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური პარტია უნდა არსებობდეს თავისი პოლიტიკური გეგმით და ამოცანით. ეს არ არის ოპოზიცია, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდი, რომელიც ლამობს, რომ რევოლუციური პროცესები განავითაროს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ.

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველა შემთხვევაში შეეცდებიან, კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანონ მხარდამჭერები, განსაკუთრებით ახალგაზრდები და განთავსდნენ იქ, სადაც უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 12:00 საათზე, გაიმართება
მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პუტინმა დნეპრში გამოიყენა, კლასიკური კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაა და არა ახალი ექსპერიმენტული ბალისტიკური იარაღი
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპა გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დგას - პუტინი სამ თვეში აწარმოებს იმდენ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რამდენსაც მთელი ევროკავშირი აწარმოებს ერთ წლის განმავლობაში
პოლიტიკურად ანგაჟირებული გარკვეული ჯგუფი კვლავ შეეცდება ქვეყანა დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე დააყენოს
გიორგი ვაშაძე კვლავ იმეორებს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუმცა, არ აკონკრეტებს უარს იტყვიან თუ არა საბიუჯეტო დაფინანსებაზეც
არქივი