დეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 24 ნოემბერი 2024, 16:38
გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი დასულები?! - ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას განაცხადა.

დეკანოზი გამოეხმაურა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ გამოქვეყნებულ ქარდს, სადაც წმინდა გიორგი, შუბს ურტყამს შავ წერტილს, რომელიც ოპოზიციისთვის არჩევნების გაყალბების სიმბოლოა. მან აღიშნა,  რომ წმინდა გიორგის გაშარჟება აქამდე არავის გაუბედავს

როგორც დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, გიორგობის დღესასწაულზე ლოცვაზე დასწრების ნაცვლად, ქრისტიანი ადამიანები აქციაზე იმყოფებოდნენ.

"ჩვენთვის, ჩვენი რჯული არის ყველაზე მთავარი და წმინდა გიორგი ამ რჯულის გამო ნაკუწებად აქციეს, იმიტომ, რომ მან თავისი რჯული არ უარყო. ამიტომ, ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ სხვა ჯიში და სხვა რჯული გვაქვს, ვერ გაიგეს ეს. 
გუშინ, წმინდა გიორგობის დღესასწაულზე, იმის მაგივრად, რომ ლოცვაზე ყოფილიყვნენ ადამიანები, მიტინგზე იყვნენ. უბრალოდ, ქრისტიანებისგან ვერ ვიჯერებ ამას, გიორგობაა, შაბათის ლოცვა ტარდება და შენ თუ ქრისტეს და წმინდა გიორგის არ შეიყვარებ, ვინ შეგეწევა? წმინდა გიორგის გარდა, ვინ შეგეწევა? ქართველები დღემდე ვინ მოგვიყვანა? რომ არ ყოფილიყო წმინდა გიორგი, დიდგორს, შამქორს, ბასიანს მოვიგებდით? წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის გარეშე ჩვენ რამეს შევძლებდით? ვიღაცების იმედი გვაქვს, ჩვენ წმინდა გიორგის იმედი უნდა გვქონდეს, ღვთისმშობლის იმედზე უნდა ვიყოთ. გუშინ ვფიქრობდი, ნუთუ სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგის გაშარჟება არავის გაუბედავს. ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ და დღეს, იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს." -  განაცხადა დეკანოზმა ქადაგებისას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პუტინმა დნეპრში გამოიყენა, კლასიკური კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაა და არა ახალი ექსპერიმენტული ბალისტიკური იარაღი
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპა გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დგას - პუტინი სამ თვეში აწარმოებს იმდენ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რამდენსაც მთელი ევროკავშირი აწარმოებს ერთ წლის განმავლობაში
გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ
პოლიტიკურად ანგაჟირებული გარკვეული ჯგუფი კვლავ შეეცდება ქვეყანა დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე დააყენოს
გიორგი ვაშაძე კვლავ იმეორებს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუმცა, არ აკონკრეტებს უარს იტყვიან თუ არა საბიუჯეტო დაფინანსებაზეც
არქივი