ჯო ბაიდენი - ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანობისკენ სწრაფვასა და ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალ გზაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 24 ნოემბერი 2024, 00:13
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

„ჩემი გზავნილი უკრაინელებისადმი ამ დღეს ნათელია: აშშ პატივს სცემს თქვენს წარსულს და დგას თქვენს გვერდით აწმყოში. დღეს ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა მისი თავისუფლების დაცვაში, სამართლიანობისკენ სწრაფვასა და ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალ გზაზე. უკრაინელი ხალხის სიმამაცე და ძალა გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე სამი წელია, აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ მისი რუკიდან წაშლის იმედით.

„ამაში რუსეთმა მარცხი განიცადა. კიევი თავისუფალია, მათ შორის შეერთებული შტატებისა და 50-ზე მეტი ქვეყნის წყალობით, რომლებმაც გადაწყვიტეს უკრაინისთვის საჭირო დახმარების გაწევა“, – აღნიშნა ბაიდენმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია რადიკალური ოპოზიციის დღევანდელ აქციაზე: ამ უსამშობლოებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს - ამათთვის ხომ ჯერ „ვარდების რევოლუციაა“ და მერე გიორგობა
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ნიკა მელია - პატივი და პრივილეგიაა, ვიყოთ ბრძოლის ავანგარდში, ხვალ განუზომლად მეტნი უნდა ვიყოთ, პროტესტი გამარჯვებამდე - ეს არის ხედვაც, სტრატეგიაც, გეგმაც, რომელიც არ შენელდება
სოსო ტყემალაძე: იტალიას 70 ათასი მორაგბე ჰყავს, ჩვენ - 8 ათასი, უელსს - 150 ათასი, ასეთი გუნდების დამარცხება შევძელით - ეს დიდი შრომის და იმ ინფრასტრუქტურის შედეგია, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა
პუტინმა თავის ჯარებს დაავალა, კურსკის ოლქიდან უკრაინული ძალები ტრამპის ინაუგურაციამდე განდევნონ - ზელენსკი
არქივი