6
23 ნოემბერი 2024, 00:05
სააკაშვილი სრული დესტრუქციაა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ იმ ბოროტმოქმედებებს და დანაშაულებს მხოლოდ იმიტომ არ ჩადიოდა, რომ აწყობდა, არამედ ამას სიამოვნებით აკეთებდა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
„როგორც კი მას ვინმე თავისუფლებას მიანიჭებს ან ძალაუფლება ექნება, გაცილებით უფრო სასტიკი ფორმებით გააგრძელებს იმ დანაშაულების ჩადენას, რაც, სამწუხაროდ, მისი მმართველობის დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4000 „რობოკოპი“ - მოვეშვათ ენის მოჩლექას, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!“
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |