ჩემი ერთ-ერთი ამოცანა იყო გერმანიის ეკონომიკისთვის იაფი გაზის მიღება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 22 ნოემბერი 2024, 20:25
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა უარი თქვა იმის აღიარებაზე, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის გადაწყვეტილება არასწორი იყო.

გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუში მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა სრულმასშტაბური ომი იმ დროს დაიწყო, როდესაც გაზი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ით არ მიედინებოდა.

„ჩემი ერთ-ერთი ამოცანა იყო გერმანიის ეკონომიკისთვის იაფი გაზის მიღება. ახლა ჩვენ ვხედავთ ენერგორესურსების მაღალი ფასების შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის. მე არ მყავდა პოლიტიკური უმრავლესობა, რომელიც მხარს დაუჭერდა რუსეთთან გაზის ვაჭრობის გაუქმებას და, რა თქმა უნდა, არ მექნებოდა ბიზნეს საზოგადოების მხარდაჭერა“, - განაცხადა მერკელმა.

მერკელმა დასძინა, რომ მას სჯერა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

„მე ვცდილობდი შემეჩერებინა რუსული შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში 2015 წელს მინსკში მოლაპარაკებების დროს. მაშინ სისულელე იქნებოდა იმავდროულად იმის თქმა, რომ ჩვენ ვწყვეტთ ყველა ეკონომიკურ კავშირს, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო პუტინისთვის“, - აღნიშნა ყოფილმა კანცლერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი