შალვა პაპუაშვილი გახარიაზე, რომელიც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განაცხადის გაკეთებას არ აპირებს: როგორც ჩანს, იმზადებენ საფუძველს და უნდათ ჰყავდეთ ყინულმჭრელი, რომელიც ყველაზე ღირსებადაკარგული იქნება მათ შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 22 ნოემბერი 2024, 12:36

ახლა ვუყურებთ განსაკუთრებით გამოფხიზლებას მათივე მხარდამჭერებში. მოწოდებების მიუხედავად, 5%-იც კი არ გამოდის [აქციებზე] და მათ დაძახილზე. ყველა ხედავს რამდენად უღირს ადამიანებთან გვაქვს საქმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს გიორგი გახარიაზე, რომელიც აცხადებს, რომ დღევანდელ გარემოში მისი პარტია სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განაცხადის გაკეთებას არ აპირებს და ასევე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც გახარიას გუნდს შეხვედრას და დისკუსიას სთავაზობს.

„ახლა ვუყურებთ განსაკუთრებით გამოფხიზლებას მათივე მხარდამჭერებში. მოწოდებების მიუხედავად, 5%-იც კი არ გამოდის [აქციებზე] და მათ დაძახილზე. ყველა ხედავს რამდენად უღირს ადამიანებთან გვაქვს საქმე. როდესაც ადამიანი დგება ღალატის გზაზე, უცხო ძალების სამსახურში, იქ უკვე ღირსება, სახის შენარჩუნება, ამ ყველაფერზე საუბარი არის ზედმეტი. საარჩევნო კამპანიის დროსაც ხომ ამაზე ვსაუბრობდით?! ვამბობდით, რომ ასე მოიქცეოდნენ, სხვანაირად მოღალატეები არ იქცევიან. როგორც კი დადგა მომენტი, გამოაჩინეს თავისი სახე.

ნურაფერს ამ ხალხისგან ნუ ველით. ისინი მოქმედებენ უცხოელი პატრონების დირექტივებით. რა დირექტივაც ჩაუვარდებათ, იმ დირექტივით იმოქმედებენ. ის, რომ გახარია ახლა ასე აალაპარაკეს, როგორც ჩანს, იმზადებენ საფუძველს და უნდათ ჰყავდეთ ყინულმჭრელი, რომელიც ყველაზე ღირსებადაკარგული იქნება მათ შორის რომ აიღოს თავის თავზე ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ რაზეც გააგიჟეს თავისივე ამომრჩევლები. ლამის ემოციურ სტრესში ჩააგდეს ტყუილით, თითქოს ამ ქვეყანაში რაღაც მოხდა, არჩევნები გაყალბდა და ა.შ. ახლა ნახავთ თქვენ თვითონ რას მოიმოქმედებენ ისინი 25 ნოემბერს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი