პროკურატურამ მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 22 ნოემბერი 2024, 11:28

პროკურატურამ მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

„საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ტყემალაძე: „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს და თანმიმდევრულად ივლის ეროვნული ამოცანების შესრულებისაკენ
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
შოლცმა უკრაინაში რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას სახიფათო ესკალაცია უწოდა
რატი იონათამიშვილი - მანდატების დათმობის თვალსაზრისით, ოთხივე პარტია პოლიტიკურად კეკლუცობს, საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ და საკუთარ თავს უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ
რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოყენების გამო 26 ნოემბერს ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდება
არქივი