25
22 ნოემბერი 2024, 00:12
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან არ განუხორციელებია არცერთი ზარი, - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„სამსახურის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან არ განუხორციელებია არცერთი ზარი. აღნიშნულ პიროვნებასთან საგამოძიებო სამსახურს კომუნიკაცია არ ჰქონია.
კიდევ ერთხელ, მედიასაშუალებას მოვუწოდებთ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |