ევროპის პრეზიდენტები, პრემიერები, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ ბაიდენის ქებაში და ტრამპის პოლიტიკური დამარხვით, ერთმანეთის მიყოლებით შლიან „ტვიტერზე“ ძველ განცხადებებს და არ უნდათ საერთოდ გახსენება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ წარმოუდგენია ევროკავშირთან გადატვირთვის პოლიტიკა.
„ხედავთ ევროპაში რა ხდება. ამაზე გვისაუბრია. ევროპის პრეზიდენტები, პრემიერები, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ ბაიდენის ქებაში და ტრამპის პოლიტიკური დამარხვით, ერთმანეთის მიყოლებით შლიან „ტვიტერზე“ ძველ განცხადებებს და არ უნდათ საერთოდ გახსენება. თქვენ ნახეთ იგივე ევროპის გაფართოების საკითხებში კომისარმა რა თქვა. საერთოდ არ უხსენებია სიტყვა არჩევნები. თქვა, რომ მოვუბრუნდებით საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ გააუქმებს ლგბტ პროპაგანდის და გამჭვირვალობის შესახებ კანონებსო. მათ არჩევნები არ აინტერესებთ. ჩვენ რომ ეს კანონი არ მიგვეღო, რომ გვეთქვა, კი ბატონო, პარადი გინდათ? მოდი უფრო დიდი პარადი გავაკეთოთ, სკოლაში რომელი კლასიდან გინდათ დავიწყოთ ლგბტ პროპაგანდის სწავლებ - მეხუთე? მოდი, მეორიდან დავიწყებთო, ჩვენ ვიქნებოდით შუქურა. ამას ვინ მფარველობდა? - ბაიდენის ადმინისტრაცია.
ახლა ამერიკაში მოვიდა პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ არ დააფინანსებს არცერთ სკოლას, რომელიც გაუწევს ლგბტ პროპაგანდას, არ დააფინანსებს სქესის შეცვლის ოპერაციებს და იმ ღირებულებებზეა აგებული [მისი პოლიტიკა], რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს ევროპელებიც ხომ დაფიქრდნენ. ახლა ვის ხელშია ევროპა და საერთოდ ჩვენ ვის ხელში ვართ - ფაქტობრივად ვადაგასული ქალბატონი სალომესი, კარგა ხნის ვადაგასული ზელენსკის, ვადაგასული ბორელის და ვადაგასული ბაიდენის“, - აღნიშნა კახიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |