გინტაუტას პალუცკასი ლიეტუვის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 21 ნოემბერი 2024, 15:05
ლიეტუვის სეიმმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენელი გინტაუტას პალუცკასი დაამტკიცა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

პალუცკასის კანდიდატურას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 36 წინააღმდეგი იყო, ხოლო ექვსმა პარლამენტარმა თავი შეიკავა.

კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ პალუცკასი ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას უნდა შეხვდეს, რომელთანაც მთავრობის ფორმირების საკითხი უნდა განიხილოს.

ამის შემდეგ პალუცკასი ლიეტუვის სეიმს მინისტრობის კანდიდატებსა და სამთავრობო პროგრამას დასამტკიცებლად გადაუგზავნის. როგორც პალუცკასმა არაერთხელ აღნიშნა, მას უკვე ჰყავს შერჩეული შესაბამისი კანდიდატურები.

ლიეტუვაში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მასში „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ გაიმარჯვა. მას სეიმში 52 მანდატი ერგო. „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა და 86 მანდატიანი საპარლამენტო უმრავლესობა შექმნა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯო ბაიდენი - ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანობისკენ სწრაფვასა და ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალ გზაზე
გიორგი გამსახურდია რადიკალური ოპოზიციის დღევანდელ აქციაზე: ამ უსამშობლოებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს - ამათთვის ხომ ჯერ „ვარდების რევოლუციაა“ და მერე გიორგობა
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ნიკა მელია - პატივი და პრივილეგიაა, ვიყოთ ბრძოლის ავანგარდში, ხვალ განუზომლად მეტნი უნდა ვიყოთ, პროტესტი გამარჯვებამდე - ეს არის ხედვაც, სტრატეგიაც, გეგმაც, რომელიც არ შენელდება
სოსო ტყემალაძე: იტალიას 70 ათასი მორაგბე ჰყავს, ჩვენ - 8 ათასი, უელსს - 150 ათასი, ასეთი გუნდების დამარცხება შევძელით - ეს დიდი შრომის და იმ ინფრასტრუქტურის შედეგია, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა
არქივი