ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება არ არსებობს. ამას ვინმე გაიფიქრებდა, რომ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში „დანოსს“ გააგზავნიდა - ძალიან გთოვთ დაგვსაჯეთო?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 21 ნოემბერი 2024, 13:37
ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება არ არსებობს. ამას ვინმე გაიფიქრებდა, რომ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში „დანოსს“ გააგზავნიდა - ძალიან გთოვთ დაგვსაჯეთო?!, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, რადიკალებმა ქვეყნის წინაშე მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.

„თუ ისინი ცდილობენ გასასვლელის პოვნას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კუთვნილება-არ კუთვნილებასთან მიმართებით, მე შემიძლია ვუთხრა მათ, რომ მათ რაც დაწერეს და გაიფორმეს თავისი წერილით ევროპელების და ევროპის მიმართ, ისინი არიან ჯაშუშები და არა საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მათ „ნაცებს“ ზოგადად ვეძახით, რადგან „ნაცობა“ უკვე ჯაშუშობის სიმბოლო გახდა. თუ აინტერესებთ რატომ „ნაცები“, მაგალითად იმიტომ, რომ გახარიას პარტიას 4 მუნიციპალიტეტში კოალიცია აქვს მასთან. იმიტომ, რომ გახარია პრემიერ მინისტრობიდან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არ დაჭერის გამო გადადგა. იმიტომ, რომ ხაზარაძე „ნაცმოძრაობის“ რეკეტი იყო. ეს „ნაცმოძრაობასთან“ კორელაციას რაც შეეხება, მაგრამ ახლა გაცილებით მძიმე რაღაც ჩაიდინეს და საკუთარი ქვეყნის დასჯა ევროკავშირს მოსთხოვეს. ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება არ არსებობს. ამას ვინმე გაიფიქრებდა, რომ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში „დანოსს“ გააგზავნიდა, რომ ძალიან გთოვთ დაგვსაჯეთო?! ჯაშუშობა სხვა რა არის?! შეიძლება ვერასდროს მოვიპოვოთ მტკიცებულება ხელმოწერის, რომ ისინი არიან ჯაშუშები, მაგრამ მეტი მტკიცებულება რა გვინდა?!“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბაკურ ბაკურაძე: ბავშვი, რომელიც 7 ნოემბერს გვისურვებს, დგას 7 ნოემბრის შემოქმედის აქციაზე. განა ასე როგორ მოიწამლნენ, რომ მზად არიან ასეთი უბედურება უსურვონ თანამოქალაქეს?!
დავით ოქიტაშვილი აქციის მონაწილეებზე: სად იყვნენ მაშინ, როდესაც სააკაშვილის დროს, მარიკა ლორთქიფანიძე და რამდენიმე პროფესორი ოთახში გამოკეტეს და კართან „ომონები“ იდგნენ, მაშინ რატომ არ იცავდნენ მათ
მამუკა ხაზარაძე - ჯინიანობის დრო არ არის, ახლა არის დარწმუნების და იმის ჩვენების დრო, რომ ოთხივე პარტია ერთად თუ არ დავდგებით, ქვეყანას წავაგებთ, გახარიას გუნდს ვთხოვ, შევხვდეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ
სპეციალური საგამოძიებო სამსახური სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან ზარის განხორციელებასთან დაკავშირებით
კახა კახიშვილი: ევროპის პრეზიდენტები, პრემიერები, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ ბაიდენის ქებაში და ტრამპის პოლიტიკური დამარხვით, ერთმანეთის მიყოლებით შლიან „ტვიტერზე“ ძველ განცხადებებს და არ უნდათ საერთოდ გახსენება
არქივი