გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: უნდა დასრულდეს მოჯადოებულ წრეზე სიარული, რომელიც მოსკოვის სტრატეგიული დამარცხების სურვილს გულისხმობს - თუ ტრამპი უკრაინაში ომს შეაჩერებს, ეს კარგი დასაწყისი იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 21 ნოემბერი 2024, 01:05

თუ ტრამპი უკრაინაში ომს შეაჩერებს ეს კარგი დასაწყისი იქნება, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდიმ, რითაც უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას - ამერიკულ პოლიტიკაში დონალდ ტრამპის ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ, რას უნდა ველოდოთ მისი საგარეო პოლიტიკისგან როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე უკრაინაში.

„რაც შეეხება უკრაინას, იმედი მაქვს ტრამპი შეძლებს სამშვიდობო დაპირების შესრულებას და დაიწყება შერიგების საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი. უნდა დასრულდეს ეს მოჯადოებულ წრეზე სიარული რომელიც მოსკოვის სტრატეგიული დამარცხების სურვილს გულისხმობს. ტრამპი ახლო აღმოსავლეთსაც დიდ ყურადღებას მიაქცევს, ის ისრაელის მხარს დაუჭერს. თუ ტრამპი უკრაინაში ომს შეაჩერებს ეს კარგი დასაწყისი იქნება“, - განაცხადა იან პრაუდიმ.

ცნობისთვის, იან პრაუდი, გაერთიანებულ სამეფოში მისი უდიდებულესობის დიპლომატიურ სამსახურში 1999 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მსახურობდა. ის ამჟამინდელი თაობის დიპლომატთა შორის ერთადერთია, ვინც ვლადიმირ პუტინს პირისპირ შეხვდა 2013 წელს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტისას გაერთიანებულ სამეფოში.

იან პრაუდი დიდი რვიანის სამიტის ორგანიზატორი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში 2013 წელს გაიმართა. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპერტია კრიზისების მართვის მიმართულებით და ჩართული იყო ამ თვალსაზრისით 2001 წლის 11 სექტემბრის, ბალიში 2002 წელს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების, 2004 წლის ინდოეთის ცუნამის, არაბული გაზაფხულისა და ფუკუშიმას 2011 წლის კატასტროფის კრიზისის მართვის საქმიანობაში.

2014 წლის ივლისიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით იან პრაუდი მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში, გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ მისიაში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ბრიტანელი მინისტრებისთვის რჩევის მიცემა იყო კრემლის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მან ასევე ავტორიზაცია გაუწია რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების დიდ ნაწილს. მიუხედავად ამისა მას მიაჩნია, რომ დასავლეთის მიერ კრემლის წინააღმდეგ გატარებული სანქციების პოლიტიკა იყო წარუმატებელი.

მოსკოვში ბრიტანულ საელჩოში საქმიანობისას, მან გადამწყვეტი როლი შეასრულა 2018 წლის მარტში, სალისბურიში, გაერთიანებულ სამეფოში, ქვეყნიდან რუს დიპლომატთა გაძევებაში.

იან პრაუდი იყო „აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დიპლომატიური აკადემიის“ თავმჯდომარე და ასევე, ვიცე - თავმჯდომარე „მოსკოვის ანგლო - ამერიკულ სკოლაში“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპა გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დგას - პუტინი სამ თვეში აწარმოებს იმდენ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რამდენსაც მთელი ევროკავშირი აწარმოებს ერთ წლის განმავლობაში
გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ
პოლიტიკურად ანგაჟირებული გარკვეული ჯგუფი კვლავ შეეცდება ქვეყანა დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე დააყენოს
გიორგი ვაშაძე კვლავ იმეორებს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუმცა, არ აკონკრეტებს უარს იტყვიან თუ არა საბიუჯეტო დაფინანსებაზეც
დეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!
არქივი