არჩილ გორდულაძე: გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი ნივთიერების შესხმის ფაქტი წინასწარ კარგად დაგეგმილი ქმედებაა, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 16 ნოემბერი 2024, 18:21
ცესკოში მომხდარი ინციდენტი, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი ნივთიერების შესხმის ფაქტი წინასწარ კარგად დაგეგმილი ქმედებაა, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“.

მისივე თქმით, დავით კირთაძე წლების განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე იყო და იგი „ზღვარს გადაცილებული ქმედებებით გამორჩეული ადამიანია“.

„ძალიან კარგია, რომ შს სამინისტრომ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჩვენ ვანახეთ, რომ ამ ადამიანს წინასწარ ჰქონდა მომზადებული ეს ნივთიერება, რომელიც ყავის ჭიქაში იყო მოთავსებული. შემდეგ თავი გაიბრაზა, მოიგიჟიანა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახლოს მისულიყო თავმჯდომარესთან და შეესხა ეს ნივთიერება.

ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ როგორმე სცადონ ქართველი ხალხისთვის არჩევანის მოპარვა, როგორმე შეცდომაში შეიყვანონ ქართველი ხალხი, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბებულია, მიტაცებულია და სცადეს, ახლა როგორმე გადაედოთ ცესკოს სხდომა, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ და მადლობა უნდა გადავუხადოთ ღირსეულ ადამიანს, გიორგი კალანდარიშვილს, რომელმაც ყველანაირ შეურაცხყოფას გადააბიჯა და დადგა იმ უდიდეს შეურაცხყოფაზე მაღლა, რაც კირთაძემ ჩაიდინა - ქმედება, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დანაშაულიც კი იყოს და მიიყვანა სხდომა ბოლომდე. ქართველ ხალხს მისცა საშუალება თავიანთი არჩევანი დაფიქსირებულიყო“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მისივე თქმით, შავი ლაქა თუ შავი საღებავი ისტორიას დარჩება როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სახე - დამნაშავე რეჟიმის შავი ლაქა და ისტორია იტყვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედაც წარსულის გადმონაშთი იყო.

ცესკოში დღეს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბაკურ ბაკურაძე: ბავშვი, რომელიც 7 ნოემბერს გვისურვებს, დგას 7 ნოემბრის შემოქმედის აქციაზე. განა ასე როგორ მოიწამლნენ, რომ მზად არიან ასეთი უბედურება უსურვონ თანამოქალაქეს?!
დავით ოქიტაშვილი აქციის მონაწილეებზე: სად იყვნენ მაშინ, როდესაც სააკაშვილის დროს, მარიკა ლორთქიფანიძე და რამდენიმე პროფესორი ოთახში გამოკეტეს და კართან „ომონები“ იდგნენ, მაშინ რატომ არ იცავდნენ მათ
მამუკა ხაზარაძე - ჯინიანობის დრო არ არის, ახლა არის დარწმუნების და იმის ჩვენების დრო, რომ ოთხივე პარტია ერთად თუ არ დავდგებით, ქვეყანას წავაგებთ, გახარიას გუნდს ვთხოვ, შევხვდეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ
სპეციალური საგამოძიებო სამსახური სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან ზარის განხორციელებასთან დაკავშირებით
კახა კახიშვილი: ევროპის პრეზიდენტები, პრემიერები, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ ბაიდენის ქებაში და ტრამპის პოლიტიკური დამარხვით, ერთმანეთის მიყოლებით შლიან „ტვიტერზე“ ძველ განცხადებებს და არ უნდათ საერთოდ გახსენება
არქივი